რუსთავი 2

კაპანაძე: გავრილოვთან დაკავშირებით საგარეო უწყების ოფიციალური განცხადება გამახსენეთ ვინმემ

საქართველოს ხელისუფლება სულ გაგიჟდა, როგორც ჩანს.

რაც არ უნდა მდარე და მიუღებელი ყოფილიყო გაბუნიას განცხადება, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, პრეზიდენტი, თბილისის მერი, დეპუტატები და საგარეო საქმეთა სამინისტრო რომ ერთ საათში დაეწყვნენ და განცხადებებს აკეთებენ, სერიოზულად შემაშფოთებელი ამბავია.

20 ივნისს გავრილოვთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება გამახსენეთ, ან დამილინკეთ ვინმემ.

დავიჯერო, გავრილოვის "ვიზიტი" და მერე მთელი დღის განმავლობაში მომხდარი ფაქტები (რომელიც გინდა), არ იმსახურებდა რეაგირებას და გაბუნიას მდარე ტირადა იმსახურებს? თან კვირას ღამის 12 საათზე?

ევროპული საქართველოს დეპუტატი სერგი კაპანაძე გადაცემა პოსტსკრიპტუმს ეხმიანება, რომლის წამყვანმაც, გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს რუსულად აგინა. მისი გამონათქვამები დაგმეს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემმ და ქართული ოცნების დეუტატებმა. საგარეო უწყებამ გაბუნიას გინება პროვოკაციად შეაფასა, რომელიც "რუსეთთან ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვას" ემსახურება. სამინისტრომ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, რუსთავი 2-ის და გიორგი გაბუნიას "ქმედებებს შეფასება მისცენ", თბილისის მერმა კი თქვა, რომ მმართველი გუნდი "ამ პროვოკაციას მკაცრი რეაგირების გარეშე არ დატოვებს".

კომენტარები