ნიკა მელიას დაკავება

დავით მათიკაშვილი: პროკურატურა ზედმიწევნით ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას

დღეს ჩვენ მარტივ და უბრალო საკითხს არ ვიხილავთ, ეს არ არის უპრეცედენტო შემთხვევა პარლამენტის ისტორიაში, იყო რამდენიმე შემთხვევა, მაგრამ ბევრი შემთხვევაც რომ იყოს თითოეული შემთხვევა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეხება ჩვენს კოლეგას, ეხება იმას რომ პარლამენტის წევრს განსაკუთრებული სტატუსი გააჩნია და ამ სტატუსთან მიმართებაში ხდება გარკვეული შეზღუდვების დაწესებაც, ამიტომ ყველა ასეთი შემთხვევა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ პირველ რიგში მოვუსმინოთ არა ერთმანეთს, არამედ იმისთვის რომ პროკურატურისგან მოვისმინოთ შესაბამისი პასუხები, რატომ დადგა დღის წესრიგში ეს საკითხი და რატომ შევიკრიბეთ დღეს ჩვენ აქ. პროკურატურა გახლავთ სახელმწიფო მბრალდებელი, ახალი კონსტიტუციიდან გამომდინარე დამოუკიდებელი ორგანო და ეს არის ორგანო, რომელიც თავიდან ბოლომდე, ზედმიწევნით ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას და მის მიმართ საზოგადოებას გააჩნია ლეგიტიმური ნდობა. ბატონო პროკურორებო, თქვენს ხელთ არსებული მტკიცებულებებით და მასალით, არის თუ არა ადეკვატური სტანდარტი იმისთვის, რომ დღეს განახორციელოს პარლამენტმა ის ქმედება, ჯერ კომიტეტის დონეზე და თუ კომიტეტი გადაწყვეტს შემდეგ უკვე სესიის დონეზე, რასაც ითხოვს გენერალური პროკურორი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა და გთხოვთ გაგვცეთ პასუხი.

ქართული ოცნების წევრმა, დავით მათიკაშვილმა პროკურატურის წარმომადგენლებს კითხვა დაუსვა. ამ წუთებში პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს, სადაც პროკურატურისთვის დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემის საკითხს განიხილავენ.

კომენტარები