რათქმაუნდა ყველა ვაცნობიერებთ, რომ ეს არის ძალიან დიდი მნიშვნელობის საქმე და ჩვენ გვიყურებს ჩვენი საზოგადოება, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და ჩვენ ძალიან ღირსეულად უნდა გავუძღვეთ პროცესს. ერთი საკითხი არის, რომ თუ არის დანაშაულის ნიშნები, სახელმწიფომ ამას ადეკვატური პასუხი უნდა გასცეს, მეორე მხრივ მნიშვნელოვანი არის ეს პროცესი წარიმართოს ადამიანის უფლებების სრული დაცვით და ჩვენი გუნდი უნდა იყოს გარანტი და იქნება კიდეც, რომ ამ პროცესში, არ ვიცი მე ეს როგორ დასრულდება, მაგრამ ამ პროცესში სრულად იყოს დაცული მათ შორის ჩვენი ოპონენტების უფლებები, ის უფლებები, რომლებიც ბატონ ნიკა მელიას საქართველოს კონსტიტუციით აქვს მიცემული. მე მესმის თქვენი გუნდის მხრიდან, რომ ეს წარმოუდგენელია თქვენთვის, რომ პოლიტიკური ოპონენტის კუთხით კი არა, საერთოდ ადამიანის უფლებებზე საუბრის უფლება არ გაქვთ თქვენ, მაგრამ ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელმაც ეს უნდა გააკეთოს, რადგან ეს ვალდებულება გვაქვს ჩვენ საქართველოს კონსტიტუციით.
tbl.ge/3t1t
დაკოპირდა

ქართული ოცნების წევრი, სოფო კილაძე პროკურატურის წარმომადგენლისთვის კითხვის დასმისას. ამ წუთებში პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს. სადაც პროკურატურისთვის დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემის საკითხი უნდა განიხილონ.
ამავე თემაზე
- კალაძე მელიაზე: მისი საქციელი და ქმედებები არის არაადეკვატური
- SJC: მელიას დაპატიმრება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მასშტაბური დევნის კიდევ ერთი სიგნალია
- სოლიდარობა ნიკა მელიას და ყველა პოლიტიკურ პატიმარს! – ფედერალისტები
- გვარამია: სიგიჟეს ვუყურეთ საათების განმავლობაში - ნიკა მელია უკანონო პატიმარია
- წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, ნიკა მელიას პატიმრობა შეეფარდა




