პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სპეცრაზმი გამოჩნდა.

ფოტო: ტაბულა

ფოტო: ტაბულა
აქციაზე შს მინისტრის გადადგომას და საარჩევნო სისტემის შეცვლას ითხოვენ. ასევე, იმ პოლიციელების დასჯას, ვინც 20 ივნისის აქციის დარბევისას ძალას გადაამეტეს. გუშინდელი აქციის დარბევისას 160 ადამიანი დაშავდა, ორმა მათგანმა თვალი დაკარგა, სამი - მართვით სუნთქვაზეა. დააკავეს აქციის 305 მონაწილე.





