როგორ დავიცვათ თავი საპროტესტო აქციებზე? ტაბულა გთავაზობთ ადამიანთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის Amnesty International-ის ინსტრუქციებს.
რა უნდა გააკეთოთ?
- წინასწარ დაგეგმეთ: მოიმარაგეთ ყველა საჭირო ნივთი. იცოდეთ, რას უნდა ელოდოთ. იცოდეთ, თუ როგორ მიიღოთ დახმარება. დაკარგვის შემთხვევაში წინასწარ დაგეგმეთ, თუ როგორ იპოვნოთ აქციაზე თანმხლები პირები.
- შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ფოკუსირდით: როცა ვითარების დაძაბულობა პიკს მიაღწევს, გაფრთხილების ნიშანზე სწრაფად უნდა იმოქმედოთ და არა გვიან.
- ყურადღება მიაქციეთ თქვენში ან სხვებში ფიზიკური ან მენტალური პრობლემების ნიშნებს. დაამშვიდეთ ისინი, ვინც პანიკის ნიშნებს ავლენენ.
- ჩაიწერეთ: გადაიღეთ ან ჩაიწერეთ პოლიციის ქმედებები, მათი სისასტიკე და მათ მიერ მიყენებული დაზიანებები.
რა არ უნდა გააკეთოთ?
- აქციაზე წასვლისას სხეულზე არ წაისვათ ვაზელინი, მინერალური ზეთი ან ზეთისგან დამზადებული მზისგან დამცავი სითხე, რადგან მათ ქიმიური ნივთიერებების მოზიდვა შეუძლიათ.
- ნუ გაიკეთებთ კონტაქტურ ლინზებს, რადგან მის ქვეშ ქიმიური ნივთიერებების მოხვედრით თვალი გაღიზიანდება.
- არ გაიკეთოთ ისეთი რამ, რაც მარტივად ხელჩასავლებია (სამკაული, ჰალსტუხი, ასევე ნუ გაიშლით თმებს და ა.შ.)
- ნუ წახვალთ მარტო. თუ შეგიძლიათ, წადით თქვენთან დაახლოებულ ჯგუფთან ან მეგობრებთან ერთად.
- არ დაგავიწყდეთ კვება და დიდი რაოდენობით წყლის სმა.
რა უნდა ჩაიცვათ?
- არამტვრევადი საცურაო სათვალე და N95 მოდელის სახის ნიღაბი, გაზის საწინააღმდეგო პირბადე, არამსხვრევადი სათვალე და ა.შ.
- კომფორტული ფეხსაცმელი, რომლითაც არ გაგიჭირდებათ სირბილი.
- ქიმიური ნივთიერებების გამოშვების დროს ცხვირ-პირის დასაფარად დაგეხმარებათ წყალში, ლიმონის წვენში ან ძმარში ამოვლებული ბენდენა.
- იმ შემთხვევაში, თუ თქვენმა ტანისამოსმა ქიმიური ნივთიერებები შეიწოვა, თან წაიღეთ პოლიეთილენის პარკში ჩადებული გამოსაცვლელი ტანისამოსი.
- ქუდი, რომელიც მზისგან და ქიმიური ნივთიერებებისგან დაგიცავთ.
რა უნდა წაიღოთ?
- პლასტმასის ბოთლებში ჩასხმული წყალი დასალევად, თვალებისა და სხეულის დასაბანად.
- ენერგიის მომცემი წასახემსი.
- იდენტიფიკაციის ბარათი ან/და სასწრაფო საკონტაქტო ინფორმაცია.
- საკმარისი ფული, რათა საკვების, ტრანსპორტისა და სხვა საჭიროებების გადახდა შეძლოთ.
- საათი, კალამი, ფურცელი, რათა აღწეროთ მოვლენები.
- ინჰალატორი, ეპიპენი, ინსულინი და რამდენიმე დღის სამყოფი წამალი.
- მენსტრუალური საფენი - თავიდან აირიდეთ ტამპონები, რადგან დაკავების შემთხვევაში, შესაძლოა, მისი გამოცვლის უფლება არ გქონდეთ.
- პირველადი დახმარება.
- სველი სალფეთქები და პირსახოცები.
როგორ გავუმკლავდეთ ცრემლსადენ გაზს?
- მოერიდეთ ზეთის ან ლოსიონის გამოყენებას, რადგან ქიმიური ნივთიერებების მოხვედრის შემთხვევაში ის მარტივად შეიწოვება ზეთიან ან ლოსიონიან კანზე და ახანგრძლივებს ზემოქმედებას.
- იმ შემთხვევაში, თუ გაზის პირბადეს კარგად მოირგებთ ის საუკეთესოდ დაიცავს სახეს (ალტერნატივად შეიძლება გამოიყენოთ ბენდენა, საცურაო სათვალე, რესპირატორები).
- სიმშვიდე შეინარჩუნეთ - პანიკა გაღიზიანებადობას ზრდის. ისუნთქეთ ნელა და გახსოვდეთ, რომ ეს მხოლოდ გარკვეული დროით მოქმედებს.
- შეეცადეთ, რომ ნერწყვი არ გადაყლაპოთ. მოიხოცეთ ცხვირი, გამოივლეთ პირის ღრუ, დაახველეთ და გადააფურთხეთ.
- თუ გიკეთიათ კონტაქტური ლინზები, მოიხსენით ან ვინმე დაიხმარეთ ამაში, ვისაც სუფთა და დაუბინძურებელი ხელები ექნება. ლინზების მოხსნის შემდეგ აუცილებლად გადააგდეთ ის.
- არ დაიზილოთ თვალები.
- გამოიყენეთ თვალის წვეთები, რომელიც ნახევრად წყალს და ნახევრად ანტაციდს შეიცავს.
იცოდეთ თქვენი უფლებები
- შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება: ყველას აქვს უფლება, რომ თავისი აზრი ქუჩაში გაიტანოს.
- შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების დაცვა: სამართალდამცავმა ორგანოებმა ხელი უნდა შეუწყონ მათ და არ შეზღუდონ მშვიდობიანი საჯარო შეკრება.
- ძალაუფლების გადაჭარბებული გამოყენების შემთხვევაში: არაძალადობრივი საპროტესტო აქციების დროს, პოლიციამ ძალის გამოყენებას თავი უნდა აარიდოს.
- სამედიცინო დახმარების უფლება: თუ დაშავებული ხართ, გაქვთ უფლება, რომ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება აღმოგიჩინონ.
- თვითნებური დაკავების შემთვევაში: დაკავების დროს უფლება გაქვთ, გითხრან რისთვის გაკავებენ, ასევე დაკავების შემდეგ გაქვთ უფლება, დაუკავშირდეთ ადვოკატსა და თქვენს ოჯახს.
- გასაჩივრების უფლება: თუ თქვენი უფლებები დაარღვიეს, გასაჩივრების უფლება გაქვთ.