აქციის დარბევა

სპეციალური დანიშნულების რაზმმა რუსთაველის გამზირზე აქცია სრულად დაშალა

ტვ პირველი

რუსთაველის გამზირზე სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქცია სრულად დაშალა. პარლამენტის შენობასთან ახლა მხოლოდ პოლიცილები იმყოფებიან. აქციის მონაწილეების ნაწილმა ჯერ გმირთა მოედნისკენ გადაინაცვლა შემდეგ კი ჭავჭავაძის გამზირისკენ. 

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ენმ-ის ლიდერმა ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს პარლამენტში შეჭრისკენ მოუწოდა. მათ პოლიციამ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა, რის შემდეგაც, რამდენიმე სპეცრაზმელს ჩაფხუტები და ფარები წაართვეს და ბოთლები ესროლეს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად უნდა შესულიყვნენ, რა დროსაც, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა, კვამლი და სუნი მეტრო თავისუფლების მოედნამდე იგრძნობა. სამართალდამცველებმა ისროლეს რეზინის ტყვიებიც, არიან დაშავებულები, როგორც ცრემლსადენი გაზით, ისე რეზინის ტყვიებით, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები. გამოიყენეს წყლის ჭავლიც.

აქცია პარლამენტის შენობასთან რუსი დეპუტატების პარლამენტში მისვლის გამო დაიწყო.

 

 

კომენტარები