აქციის დარბევა

სპეცრაზმმა აქციის წყლის ჭავლით დაშლა დაიწყო

პარლამენტთან სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო. სპეცდანიშნულების რაზმებმა ის კასრები გაიტანეს, რომლებიც აქტივისტებს გასათბობად ჰქონდათ მიტანილი. მათ ასევე დაშალეს აქციის მონაწილეთა კორდონი. სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს აწვება და მათ ტერიტორიიდან გაყვანას ცდილობს.

ამ დროისთვის, მიტინგის დაშლაში წყლის ჭავლის მანქანები ჩაერთო.


ფოტო: ტაბულა

აქციები პარლამენტთან მას შემდეგ განახლდა, რაც ქართული ოცნების უმრავლესობამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. გუშინ ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ პარლამენტის ყველა შესასვლელის პიკეტირება მოახდინა და დღეს დეპუტატები შენობაში არ შეუშვეს.

კომენტარები