საქართველოს მთავრობა

ბახტაძე: მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ, სერგეენკო იყო, არის და იქნება გუნდის ერთგული წევრი

მამუკა ბახტაძე

"მოვლენებს წინ არ გავუსწროთ" - ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს გადაყენების შესახებ ინფორმაციას პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე.

"გუნდის განახლება და ახალი სისხლის შემოდინება არის ჩვენი პრიორიტეტი, დათო სერგეენკო იყო, არის და მინდა დაგარწმუნოთ, მუდმივად იქნება ჩვენი გუნდის ერთგული და წარმატებული წევრი. მოვლენებს წინ არ გავუსწროთ, თქვენ იქნებით პირველი, ვინც ამის შესახებ შეიტყობთ" - განაცხადა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

დავით სერგეენკო ჯანდაცვის მინისტრის პოსტს 2012 წლიდან იკავებს. 

კომენტარები