ავსტრია

ავსტრიის ვიცე კანცლერის რუსებთან გარიგების მერე კანცლერი კურცი არჩევნების დანიშვნას ითხოვს

სებასტიან კურცი
The Atlantic

18 მაისს ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა ყოფილი ვიცე კანცლერის ჰაინც-კრისტიან შტრახე რუსებთან გარიგების სკანდალის გამჟღავნებიდან მეორე დღეს პრეზიდენტ ალექსანდერ ვან დერ ბელენს ახალი არჩევნების დანიშვნის თხოვნით მიმართა.

"საკმარისია ნიშნავს საკმარისია. მე ამომრჩევლებს დავპირდი, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ჩემ თავთან მართალი დავრჩებოდი... ვთქვი, რომ ყოველთვის გააკეთებდი იმას, რაც საჭირო და სწორია." - აღნიშნა ავსტრიის კანცლერმა.

ავსტრიაში 2017 წლის მოწვევის პარლამენტში კანცლერ კურცის ავსტრიის სახალხო პარტია კოალიციაში შევიდა ავსტრიის თავისუფალ პარტიასთან.

შეგახსენებთ, რომ 17 მაისს ავსტრიის ყოფილი ვიცე კანცლერი და ულრტამემარჯვენე თავისუფალი პარტიის წევრი ჰაინც-კრისტიან შტრახეს ფარული ვიდეო ჩანაწერები გავრცელდა, სადაც არჩევნების კამპანიაში პოლიტიკური და ფინანსურ მხარდაჭერის სანაცვლოდ რუსი ოლიგარქის დისშვილს ავსტრიაში ერთერთი უმსხვილესი გაზეთის აქციის შესყიდვას და "კონტრაქტების დადებას" პირდებოდა. ჩანაწერების გავრცელებიდან რამდენიმე საათში ავსტრიის ვიცე კანცლერმა თანამდებობა დატოვა.

18 მაისს ლიბერალური ოპოზიციური პარტია ნეოსი და მწვანეები არჩევნების დანიშვნას ითხოვდნენ. ვენაში ავსტრიის კანცლერის ოფისთან ამავე მოთხოვნით მივიდა ათასობით მომიტინგე.

ავსტრიის ვიცე კანცლერმა რუსებთან ფინანსური გარიგების გამჟღავნების გამო თანამდებობა დატოვა

17 მაისს ავსტრიის ყოფილი ვიცე კანცლერი და ულრტამემარჯვენე თავისუფალი პარტიის წევრი ჰაინც-კრისტიან შტრახეს ფარული ვიდეო ჩანაწერები გავრცელდა, სადაც არჩევნების კამპანიაში პოლიტიკური და ფინანსურ მხარდაჭერის სანაცვლოდ რუსი ოლიგარქის დისშვილს ავსტრიაში ერთერთი უმსხვილესი გაზეთის აქციის შესყიდვას და „კონტრაქტების დადებას“ პირდებოდა. ჩანაწერების გავრცელებიდან რამდენიმე საათში ავსტრიის ვიცე კანცლერმა თანამდებობა დატოვა.

"კანცლერ კურცს დავუდასტურე ავსტრიის ვიცე კანცლერის თანამდებობის დატოვება." - განაცხადა მან.

ფარული ვიდეო ჩანაწერი 2017 წელს ავსტრიის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე იბიცას კუნძულზე არის გადაღებული.

ფარული ვიდეოჩანაწერი გერმანულმა ჟურნალმა შპიგელმა და გაზეთმა ზიუდოდოიჩემ ევროპული პარლამენტის არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გამოაქვეყნეს. უცნობია, თუ ვინ გამართა ან ვინ გადაიღო აღნიშნული შეხვედრა.

ჩანაწერის გავრცელებიდან მალევე ავსტრიის მმართველი კოალიციის წევრებმა 17 მაისს საღამოს საგანგებო შეხვედრა გამართეს.

ვიდეო ჩანაწერში ყოფილი ვიცე კანცლერი და მისი პარტიის ლიდერი იოჰან გუდენუსი რუს ქალთან საუბრობდნენ. ჩანაწერიდან ვიგებთ, რომ ქალი რუსი ოლიგარქის დისშვილია, ვისთანაც ავსტრიაში სამომავლო ინვესტიციებს განიხილავდნენ.

რუსი ქალი ითხოვდა, რომ ქვეყნის უდიდესი ტაბლოიდ გაზეთის კრონეს აქციების 50% შეესყიდა და მის სარედაქციო პოლიტიკაზე ჰქონოდა გავლენა. შტრახეს შეთავაზებით, ახალ მფლობელებს თანამშრომლების შეცვლა შეეძლებოდათ და საარჩევნო კამპანიაში ჟურნალი თავისუფლების პარტიის პიარისთვის გამოეყენებინათ.

შტრახემ  ქალს უთხრა, რომ გაზეთ კრონში მას არავინ შეეწინააღმდეგებოდა, რადგან "ჟურნალისტები პლანეტის ყველაზე დიდი მეძავები იყვნენ".

ყოფილ ვიცე კანცლერს სურდა, რომ უნგრეთის ულტრამემარვენე პრემიერმინისტრის “ორბანის მსგავსი მედია ლანდშაფტი შეექმნა”.

მისი თქმით, კრონეს გაზეთის ხელში ჩაგდებით პარტიის პოპულარობა 34%-ით გაიზრდებოდა.

შტრახემ ქალს შესთავაზა, რომ ერთერთი ავსტრიული სამშენებლო კომპანიის შტრაბაგის მსგავსი კომპანია დაეარსებინა - "ყველა სახელმწიფო მიმართვა, რასაც შტრაბაგი ახლა იღებს, შენც მიიღებ."

შტრახე გაზეთ კრონეს რამდენიმე ჟურნალისტს ასახელებს, რომელთა „გაგდება” და ასევე ახალი კადრების დამატება სურდა.

მან თქვა, რომ რამდენიმე მდიდარმა დონორმა პარტიას ასოციაციის გზით გადაუხადეს, რათა გადახდები დაემალათ -“ასოციაცია საქველმოქმედოა და პარტიასთან საერთო არაფერი აქვს.”

შპიგელისა და ზიუდოიჩეს ინფორმაციით, სავარაუდო დონორების თქმით, პარტიის წევრებისთვის ფული არ გაუგზავნიათ.

ავსტრიის APA სააგენეტოს ინფორმაციით, თავისუფლების პარტიას კურცის ცენტრისტულ პარტიასთან კოალიციის შენარჩუნება სურდა. მათი ინფორმაციით, შტრახე ტრანსპორტის მინისტრის ნორბერტ ჰოფერით ჩაანაცვლებდნენ, თუმცა მედიასთან საუბრისას ყოფილმა ვიცე კანცლერმა დაადასტურა, რომ ჰოფერი მას არ ჩაანაცვლებდა.


შტრახემ შემთხვევა "მიზანმიმართულ პოლიტიკურ მკვლელობად" შეაფასა. მისი თქმით, მას არანაირი ფული აუღია და თვლის, რომ ერთადერთი დანაშაული პირადი შეხვედრის უკანონოდ ჩაწერა იყო.

"ეს იყო სულელური, უპასუხისმგებლო და ეს იყო შეცდომა" - აღნიშნა მან.

ლიბერალური ოპოზიციური პარტია ნეოსი და მწვანეები არჩევნებს ითხოვენ. ავსტრიის კანცლერის ოფისთან ათასობით მომიტინგე ითხოვს არჩევნებს.

კომენტარები