საქართველოს პარლამენტი

ჩუგოშვილი ქობულიაზე: ჩვენ არ მოგვიწვევია ის, ჩვენ მოქმედ მინისტრებს ვიწვევთ

ჩვენ არ მოგვიწვევია ის, ჩვენ მოქმედ მინისტრებს ვიწვევთ ხოლმე და მათ ვესაუბრებით ნებისმიერ თემაზე რაც შეიძლება საინტერესო იყოს. უმრავლესობის ყოფილმა წევრებმა დაპატიჟეს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ეს ოფიციალური შეხვედრა ვერ იქნება, მაგრამ, ბუნებრივია, პარლამენტის წევრს აქვს უფლება ნებისმიერ პირს დაელაპარაკოს, იმისთვის, თუ რაღაც ინფორმაცია ჭირდება მისგან.

ჩვენ უმრავლესობაში თუ რაიმე კითხვები გვიჩნდება უმრავლესობაშივე ვსვამთ ამ კითხვებს, პარტიის შიგნით და გვაქვს სხვადასხვა ფორმატები, რომ ამ საკითხებზე ვისაუბროთ. ასეთი ტიპის საჯარო შეხვედრები არ არის საჭირო, ის ინფორმაცია, რაც ალბათ სხვებს სჭირდებათ ჩვენ გვაქვს.

ამბობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი. დღეს, 15 მაისს, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულიას პარლამენტში ღია ფორმატის ფარგლებში მოუსმენენ. შეხვედრა დამოუკიდბეელ დეპუტატთა ჯგუფის ინიციატივით იმართება. ეკონომიკის ყოფილ მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა პარლამენტის კინოდარბაზში 13:00 საათზე გაიმართება. მასზე დასწრება ყველა დეპუტატს შეეძლება.

კომენტარები