9 მაისი

"მოღალატე", "მონა" - საქართველოს პრეზიდენტს ვაკის პარკში სტვენითა და შეძახილებით დახვდნენ

საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავისთვის პატივის მისაგებად მივიდა, სტვენითა და შეძახილებით დახვდნენ.

მოძრაობის "რუსეთი ოკუპანტია" აქციის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილის მისამართით სკანდირებდნენ: "მოღალატე", "მონა" და ანწუხელიძის ფოტოებს აჩვენებდნენ.

საქართველოს პრეზიდენტმა ვაკის პარკი უკვე დატოვა.

ვაკის პარკში ერთდროულად პრორუსული ძალების და ანტისაოკუპაციო აქციები მიმდინარეობს. ტერიტორიაზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

პრორუსული ძალები "უკვდავთა პოლკის" ანალოგიურ მსვლელობას ატარებენ, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს. ისინი ითხოვენ ნეიტრალიტეტს და რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას. აქვთ შესაბამისი ბანერები და წითელი დროშები.

მეორე აქციაზე კი რუსულ ოკუპაციას აპროტესტებენ და საპროტესტო ბანერებთან ერთად, აქვთ ანწუხელიძის ფოტოები.

კომენტარები