რუსთავი 2

ჯაში: ვისურვებდი, რომ რუსთავი 2-ზე კრიტიკა დარჩეს, თუმცა პოზიტივები იყოს თანაბრად გაშუქებული

ჟურნალისტური ეთიკის განუყოფელი ნაწილია სამართლიანობა, არგუმენტაცია და ზუსტი გაშუქება, სანდო. ვფიქრობ, გამორთვა არის გადაჭარბებული შეფასება. ბუნებრივია, ქვეყანაში რჩება არაერთი გამოწვევა. "რუსთავი 2"-თან მიმართებაში მეც ვისურვებდი, რომ კრიტიკა აუცილებლად უნდა დარჩეს, თუმცა, ის პოზიტივები, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ხდება, როგორც ცენტრალურ, ასევე თითოეული მუნიციპალიტეტის დონეზე, იყოს, ასევე თანაბრად გაშუქებული,

საქართველოს პარლამენტის წევრი ქართული ოცნებიდან, მარიამ ჯაში რუსთავი ორის საქმეზე ამავე ტელეკომპანიასთან საუბრობს. 6 მაისს ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანიის 10 პროცენტის მფლობელი ნინო ნიჟარაძე დანარჩენი მეწილეებისგან ითხოვს დაგროვილი გადასახადების კომპენსაციას, ჯამში 26 მილიონს ლარს. საჩივარი ტელეკომპანიის წინააღმდეგ უკვე შეტანილია. რუსთავი ორის დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ ეს დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ "ქართული ოცნების" ახალი გეგმაა.

კომენტარები