არ მგონია, რომ ახლა ან რამე კიბერშეტევა იყოს. ვფიქრობ, თვითონ ქალბატონი სალომეა კიბერშეტევა ქვეყანაზე. მე ვფიქრობ, ცოტა უნდა ჩამოყალიბდნენ, როცა კომენტარს აკეთებენ. მგონი, ჩვენს ძალოვან უწყებებს თავისი პრობლემები ეყოფათ, ახლა შინაგანი კიბერშეტევები რომ არ გავუჩინოთ კიდევ საძიებელი. ასე რომ დავემსგავსებით შავ ოთახში შავი კატის ძებნას
tbl.ge/3nj2
დაკოპირდა

დეპუტატი დავით ჭიჭინაძე სალომე ზურაბიშვილის მიერ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის tweet-ის გაზიარებაზე. ტრამპი პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატ ჯო ბაიდენს "მძინარას“ უწოდებს. მოგვიანებით პოსტი სალომე ზურაბიშვილის გვერდიდან წაიშალა და ადმინისტრაციაში თქვეს, რომ ეს სოციალური მენეჯერის შეცდომა იყო. დღეს კი, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ "კიბერთავდასხმაც არ არის გამორიცხული". სალომე ზურაბიშვილის "რეტვიტზე" შსს-მ მოკვლევა უკვე დაიწყო. უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება იმ შემთხვევაში დაიწყება თუ დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება.
ამავე თემაზე
- სალომე ზურაბიშვილი არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის ქადაგებას დაესწრო
- ზურაბიშვილი: ამერიკა და ევროპა, ყოველგვარი მცდელობის გარეშე, საქართველოს რუსეთთან კარგავენ
- ზურაბიშვილი: ეს არჩევნები შემოგდებული თემაა, არ ვეთანხმები მათ, ვინც მონაწილეობს
- ზურაბიშვილი: მაქვს ერთადერთი ამბიცია, რომ ერთობით ეს ქვეყანა გადავარჩინოთ
- ზურაბიშვილი: დემოკრატია არასდროსაა გარანტირებული - ის უნდა მოვიპოვოთ ყოველდღიურად




