დემოგრაფია

მოსახლეობის თითქმის მესამედი თბილისში ცხოვრობს - საქსტატი

რადიო თავისუფლება

სტატისტიკის ეროვნული სამსახური განახლებულ დემოგრაფიულ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 58.7% საქალაქო დასახლებებში ცხოვრობს.

თბილისში საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 30.6% ცხოვრობს. დედაქალაქში მცხოვრებთა რაოდენობა 1 171 000-ზე მეტია.

თბილისის შემდეგ, ყველაზე მეტი ადამიანი იმერეთში ცხოვრობს, სადაც მოსახლეობის რაოდენობა ნახევარ მილიონს აღწევს. ყველაზე მცირედ დასახალებული რეგიონი რაჭა-ლეჩხუმია, სადაც 30 ათასამდე მოსახლეა.

მოსახლეობის რიცხოვნობა რეგიონების მიხედვით:

  1. თბილისი - 1 171 100
  2. იმერეთი - 497 400
  3. ქვემო ქართლი - 433 200
  4. აჭარა - 349 000
  5. სამეგრელო-ზემო სვანეთი - 316.2
  6. კახეთი - 312 500
  7. შიდა ქართლი - 257 300
  8. სამცხე-ჯავახეთი - 154 100
  9. გურია - 109 400
  10. მცხეთა-მთიანეთი - 93 600
  11. რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 29 700

კომენტარები