რუსეთი-ჩრდილოეთ კორეა

პუტინმა და კიმ ჩენ ინმა ერთმანეთს ხმლები აჩუქეს

რუსეთში ვლადივოსტოკში გამართულ სამიტზე რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებმა საჩუქრები გაცვალეს. მათ ერთმანეთს ხმლები აჩუქეს.

კიმ ჩენ ინმა პუტინს ტრადიციული კორეული ხმალი გადასცა, ხოლო პუტინმა მას ხმალი და ჩაის ჭიქების ნაკრები აჩუქა.

რუსული მედიის ინფორმაციით, საჩუქრის გადაცემისას კიმ ჩენ ინრმა პუტინს უთხრა, რომ "როდესაც თანამედროვე იარაღი არ არსებობდა ამგვარ იარაღს იყენებდნენ... ის გამოხატავს ძალას, ჩემ სულს და ჩვენ ხალხს, რომელიც მხარს გიჭერთ".

პუტინმა მადლობა გადაუხადა კიმ ჩენ ინს ბასრი საჩუქრისთვის და რუსული მედიის პრავდას ინფორმაციით, მან ჩრდილოეთ კორეის დიქტატორს მონეტა გადასცა და ხმალი მისგან სიმბოლურად იყიდა.

 

კომენტარები