რუსეთი-ჩრდილოეთ კორეა

რუსმა მომღერალმა, შამანმა ფხენიანში კონცერტი გამართა და კიმ ჩენ ინს სიმღერა მიუძღვნა

რუსი ულტრანაციონალისტი მომღერალი, იაროსლავ დრონოვი, ფსევდონიმით შამანი, გასულ კვირაში ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა, კონცერტი გამართა და კიმ ჩენ ინისადმი მიძღვნილი სიმღერაც შეასრულა.

მედიის ინფორმაციით, კიმ ჩენ ინისა და ჩრდილოეთ კორეელი ხალხისადმი მიძღვნილი სიმღერა კონცერტზე დამსწრე აუდიტორიისთვის სიურპრიზი იყო.

აღსანიშნავია, რომ შამანი ჩრდილოეთ კორეაში უკვე მეორეჯერ ჩავიდა, ამჯერად კორეის შრომის პარტიის დაარსების მე-80 იუბილესთან დაკავშირებით.

კონცერტის შემდეგ კიმ ჩენ ინმა სამადლობელი განცხადება გაავრცელა. ჩრდილოეთ კორეის დიქტატორისთვის მიძღვნილი სიმღერის კომპოზიტორმა, რუსლან ოსტაშკომ კი აღნიშნა, რომ მისი ნამუშევრის ფხენიანში გაჟღერება მისთვის პატივი იყო.

"ჩემთვის დიდი პატივია, როდესაც რუსული მუსიკა ქვეყნის ფარგლებს გარეთ სრულდება. მუსიკას ნამდვილად აქვს ხალხის გაერთიანების ძალა". - აღნიშნა ოსტაშკომ.

კომენტარები