ხაშურში, სოფელ წრომის მახლობლად, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით, 2 ჰა-მდე ფართობზე არსებული ხმელი ბალახი და ხეები.
უწყებაში ამბობენ, რომ ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო მეხანძრე-მაშველთა ცოცხალი ძალა და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა.