შიდა ქართლში, ძამის ხეობაში ხანძარია.
როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების სამსახურში უთხრეს, წინასწარი ინფორმაციით, იწვის ტყის ქვედა საფარი. უცნობია, რა მანძილზეა ხანძარი. უწყებაში ამბობენ, რომ ადგილზე უკვე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები და მეტი ინფორმაცია მას შემდეგ ექნებათ, რაც ისინი კონტაქტზე გამოვლენ.
საგანგებო სიტუაციების სამსახურში ასევე საუბრობენ ხეობის რთულ რელიეფზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მეხანძრე-მაშველებისთვის ხანძრის ტერიტორია რთულად მისადგომია.