ტყის ხანძრები

ბესიკ დონაძემ საქართველოში გახშირებულ ხანძრებზე აუდიტის სამსახურს წერილით მიმართა

ბესიკ დონაძე
IPN

ევროპული საქართველოს წევრმა ბესიკ დონაძემ 2022 წლის აგვისტო-სექტემბრის თვეში საქართველოში გახშირებული ხანძრების შესახებ აუდიტის სამსახურს წერილით მიმართა.

დონაძის თქმით, გახშირებული ტყის ხანძრების ჩაქრობის პორცესი ხარვეზებით მიმდინარეობს, რამაც ძალიან დიდი ტყის მასივის განადგურება გამოიწვია.

ბესიკ დონაძე ითხოვს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატაროს იმ სტრუქტურების ეფექტიანობის აუდიტი, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ როგორც პრევენციაზე, ჩაქრობაზე და სამაშველო ოპერაციებზე; პრევენციაზე პასუხისმგებელია სოფლის მეურნეობის სამინისტროს სატყეო ეროვნული სააგენტო და დაცული ტერიტორიების სააგენტო, ხოლო ტყის ხანძრის ჩაქრობის, სამაშველო სამუშაოების ჩატარებაზე პასუხისმგებელია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

"დღეს ჩვენ მივმართავთ აუდიტის სამსახურს, რადგან 2022 წლის აგვისტოსა და სექტემბერში მომხდარ ტყის ხანძრებთან დაკავშირებით ამ სამი უწყების ეფექტიანობა და ფინანსური შემოწმება განახორციელოს, რადგან დაცული ტერიტორიების სააგენტომ, სატყეო ეროვნულმა სააგენტომ და საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურმა ამ სამი წლის განმავლობაში 200 მილიონ ლარზე მეტი დაფინანსება მიიღეს ბიუჯეტიდან და აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაინტერესებს რა ღონისძიებები გაატარა 2019 წლის აუდიტოს დასკვნის შემდეგ ამ უწყებებმა და რამდენად მზად შეხვდნენ ტყის ხანძრების გამოწვევას" - ამბობს ბესიკ დონაძე

კომენტარები