სამოქალაქო მოძრაობა

ალეკო ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობამ სოლოლაკში "ლადო ბაღის" დასაცავი აქცია გამართა

დღეს სოლოლაკში სამოქალაქო მოძრაობის მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან იოსელიანმა და მისი შტაბის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ელისაშვილმა "ლადო ბაღის" დასაცავი აქცია გამართეს. მოძრაობის წევრების ინფორმაციით, ინვესტორმა მისი გასხვისება გადაწყვიტა და ბაღის შესასვლელთან გაყიდვის შესახებ აბრა გააკრა. იოსელიანი და ელისაშვილი მერიას,”ლადოს ბაღის” ადგილობრივებისთვის დაბრუნებას სთხოვენ.

"ეს არის სოლოლაკში, ამაღლების ქუჩაზე მდებარე ერთადერთი რეკრეაციული ზონა, რომელსაც მოსახლეობას ართმევენ. ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს და ჩვენ დავუბრუნებთ სოლოლაკელებს, არ დავთმობთ ერთადერთ საზოგადოებრივ სივრცეს და ბრძოლას ბაღის დასაბრუნებლად არჩევნების შემდეგ, ორმაგი ძალითა და მონდომებით შევუდგებით," - ამბობს იოსელიანი.

კომენტარები