სამოქალაქო მოძრაობა

ლევან იოსელიანის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ალეკო ელისაშვილი იქნება

სამოქალაქო მოძრაობის მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან იოსელიანმა საარჩევნო შტაბის პრეზენტაცია გამართა და შტაბის ხელმძღვანელად ალექსანდრე ელისაშვილი დაასახელა. ლევან იოსელიანის თქმით, სრულიად შემთხვევით და დაუგეგმავად, წილისყრის წესით, მისი საარჩევნო ნომერი 42 აღმოჩნდა, ანუ იგივე რითაც ელისაშვილი ჯერ მერის და საბურთალოზე მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობდა. მისივე თქმით, დღეიდან მზად არის შტაბში მისული მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს. 

"42 ეს ის საარჩევნო რიგითი ნომერია, რომელიც მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიამ, წილისყრით მომანიჭა. ნომრის ამოღება შემთხვევითობის პრინციპით, ჩვენი წარმომადგენლის მიერ მოხდა და ეს რიცხვი ჩემთვის სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა. ამ ნომრით 2014 წელს, ალეკო ელისაშვილი საბურთალოს მაჟორიტარობისთვის იბრძოდა. იგივე ნომრით 2017 წელს, მერის არჩევნებში იღებდა მონაწილეობას. დღეს შემთხვევითობის პრინციპით, მეც 42 მომენიჭა. ეს ძალიან სასიხარულო და საპასუხისმგებლოა," - თქვა ლევან იოსელიანმა.

იოსელიანის შტაბში იმუშავებს ტელეფონი შემდეგი ნომრით 0322990037, სადაც სურვილის შემთხვევაში ნებისმიერ პრობლემაზე შეგიძლიათ მიმართოთ კანდიდატს და მის შტაბს.

 

კომენტარები