სამოქალაქო მოძრაობა

ელისაშვილი: ყაზტრანსგაზისგან მოვითხოვთ, 1 თვეში წარმოგვიდგინონ 1-წლიანი სამოქმედო გეგმა

თეორემა/ტაბულა

„სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა ალექსანდრე ელისაშვილმა დღეს, ყაზტრანსგაზის ხელმძღვანელობას 30 დღიანი ვადა მისცა,რომ წარმოადგინონ ერთ წლიანი სამოქმედო გეგმა, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი, რა ნაბიჯებს გადადგამას კომპანია, რომ ქალაქში გაზის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა არ გაიზარდოს. ელისაშვილის თქმით, თუ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, მოფიქრებული სამოქალაქო ბოიკოტისა და პროტესტის ძალიან სერიოზული ნაბიჯები აქვთ მოფიქრებული. ელისაშვილი ასევე ამბობს, რომ კომპანია, რომელიც ქალაქის გაზმომარაგებას უზრუნველყოფს "ოფშორში" არ უნდა იყოს დარეგისტრირებული.

"ჩვენ კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისისგან“ მოვითხოვთ,ერთი თვის ვადაში წარმოგვიდგინონ 1-წლიანი სამოქმედო გეგმა და გვითხრან, რას აპირებენ უსაფრთხოების, ტექნიკური გამართულობის თვალსაზრისით. სხვა შემთხვევაში, გვაქვს მოფიქრებული სამოქალაქო ბოიკოტისა და პროტესტის ძალიან სერიოზული ნაბიჯები, რომლითაც გავაკოტრებთ ამ კომპანიას. ბეჟუაშვილმა, მაქაცარიამ, კალაძემ, ანუ რეალურმა მფლობელებმა თუ ყური არ შეიბერტყეს, მაშინ როგორც „სითი პარკი“ ვაიძულეთ, წასულიყო, ასე ვაიძულებთ მთავრობას, სულ მცირე, გამოისყიდოს ეს კომპანია, გამოაცხადოს საერთაშორისო ტენდერი და გამოცდილების მქონე ნორმალური კომპანია მოიყვანოს და არა „ოფშორში“ რეგისტრირებული მკვლელი კომპანია. სხვა შემთხვევაში, უბრალოდ ყველანი განწირული ვართ იმისთვის, რომ გაზისგან დაღუპულთა სტატისტიკა ვაწარმოოთ. მახსოვს, რომ ვამბობდი, „სითი პარკი“ უნდა გავაგდოთ-მეთქი, პოპულისტი ხარო, მათ შორის ქალაქის მერიც ამას მეუბნებოდა და ბოლოს ის გააკეთა, რასაც ვამბობდი, ასე მოხდება ახლაც, თუ დროულად არ წარმოადგენენ სამოქმედო გეგმას", - ამბობს ელისაშვილი.

 

კომენტარები