შსს

შსს: ბათუმში მობილურების მაღაზია, სავარაუდოდ, არასრულწლოვნებმა გაქურდეს

ტაბულა

ბათუმში ღამით ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე მობილურების მაღაზია გაქურდეს. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას შსს-მ დაუდასტურა. 

მაღაზიის მეპატრონე ამბობს, რომ დამნაშავეებმა მაღაზიიდან 20 000 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონები წაიღეს.

ქურდობის ფაქტი ახლომდებარე სამმა ვიდეოკამერამ დააფიქსირა. 

"ჩემთან ზარი შემოვიდია მეზობლისგან, თვითმხილველისგან. 7 იყო საათი რომ მოვედი მაღაზიასთან. უკვე გატეხილი, გაძარცვული და განადგურებული დამხვდა აქაურობა. სამართალდამცავებს ვაცნობეთ. იყვნენ მოსულები, აღწერეს, დაახლოებით 20 000 ლარის საქონელია, მობილურები წაღებული. თანხა არ არის გატანილი, მხოლოდ მობილურები, “- ამბობს მაღაზიის მეპატრონე რუსთავი 2-თან საუბრისას. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ სავარაუდოდ დადგენილები არიან დანაშაულის ჩამდენი არასრულწლოვნები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს. 

კომენტარები