ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
სოციალური მუშაკების პროტესტი

სოციალური მუშაკების გაფიცვა დაიწყო, მთავრობის ადმინისტრაციასთან 19:00 საათზე აქცია ჩატარდება

ორშაბათი, 25 მარტი, 2019 - 13:55
ტაბულა
tbl.ge/3km2
დაკოპირდა
ტაბულა
ტაბულა
ტაბულა
ტაბულა
ტაბულა
ტაბულა
ტაბულა
ტაბულა

სოციალური მუშაკების გაფიცვა დაიწყო. 

მათი ნაწილი მთავრობის ადმინისტრაციის წინ არის შეკრებილი, საღამოს 19:00 საათზე აქ აქციაც გაიმართება. 

სოციალურმა მუშაკებმა პროტესტის უკიდურეს ზომას მას შემდეგ მიმართეს, რაც რამდენიმეკვირიანი მცდელობის მიუხედავად, სოციალური დაცვის სამინისტროსთან მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. სოც. მუშაკების თქმით, მათი 20-ზე მეტი მოთხოვნიდან უწყება მხოლოდ ერთის შესრულებაზე დათანხმდა, ისიც ნაწილობრივ, რაც მათთვის მიუღებელია. 

სოციალური მუშაკები ამბობენ, რომ მათთვის გასაგებია, რომ ყველა მოთხოვნა ერთბაშად ვერ მოგვარდება, ამიტომ შეარჩიეს 6 პუნქტი, რომელიც დაუყოვნებლივ გადაჭრას მოითხოვს, სხვა პუნქტებზე კი მთავრობისგან მზაობას და მოგვარებისთვის შემხვედრ ნაბიჯებს ითხოვენ. 

გლდანი-ნაძალადევის სერვის-ცენტრის ყოფილი სოციალური მუშაკი, აქტივისტი სოფო ხვთისიაშვილი ამ 6 პუნქტს განმარტავს: 

  • ყველა სერვის-ცენტრს დაემატოს ფსიქოლოგი და იურისტი, რათა ძალადობა განცდილ ბავშვს ფსიქოლოგის რიგში 1 წლით დგომა არ მოუწიოს. 
  • დაემატოს ტრანსპორტი, იმიტომ რომ სოციალური მუშაკები თავიანთი ჯიბიდან არ უნდა იხდიდნენ ტრანსპორტირების ფულს ან არ უწევდეთ 10 კილომეტრის ფეხით გავლა, მით უმეტეს, როცა გადაუდებელი შემთხვევაა. 
  • ისეთი საქმეების ჩამოშორება, რომელიც სოციალური მუშაკის პროფესიულ ვალდებულებებში არ შედის - საოქმო გადაწყვეტილებების გაკეთება, ვაუჩერების ბეჭდვა, ტექნიკური საქმე. 
  • ასევე, საპროცესო წარმომადგენლობის ჩამოშორება, რაც გულისხმობს იმას, რომ მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო კი არ იტყვის უარს, რომ არასრულწლოვნის საპროცესო წარმომადგენელი იყოს, არამედ ამ ადამიანებს, რომლებსაც მიმდინარე 100 და მეტი საქმე აქვთ, არ მოუწიოთ 10 საათი პოლიციის განყოფილებაში ჯდომა. 
  • კადრების დამატება - დღეს სააგენტო საუბრობს, რომ გამოცხადებული გვაქვს ვაკანსია და ემატება 50 კადრი. ეს არ არის საკმარისი - თითო სერვის-ცენტრზე 1 ადამიანის დამატება მდგომარეობას არ შეამსუბუქებს. 
  • ხელფასების გათანაბრება საჯარო სამსახურის სხვა უწყებების თანამშრომლებთან - სოციალურ მუშაკებს  680 ლარი აქვთ ხელფასი, თუმცა, სხვა უწყებებს ბევრად მეტი აქვთ. 

სოციალური მუშაკების პროტესტის პასუხად ჯანდაცვის უწყება ამბობს, რომ მათ გადადგეს ქმედითი ნაბიჯები წარმოდგენილი მოთხოვნების შესასრულებლად, თუმცა, "როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა". 

სოციალური მუშაკების მოთხოვნებსა და სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე ვრცლად წაიკითხეთ აქ. 

სოციალური მუშაკების პროტესტისოციალური სამუშაოსოფო ხვთისიაშვილიჯანდაცვის და სოციალური დაცვის სამინისტრო

ამავე თემაზე

  • პარასკევი, 3 მაისი, 2019 - 14:33სოც. მომსახურების სააგენტო: სოციალური მუშაკების დაპირებების შესრულება არ შეგვიწყვეტია
  • ხუთშაბათი, 2 მაისი, 2019 - 12:33სოციალური მუშაკები: ჯანდაცვის უწყება ჩვენთვის მოცემულ დაპირებებს არ არსულებს
  • სამშაბათი, 2 აპრილი, 2019 - 11:50სოციალური მუშაკები გაფიცვას წყვეტენ
  • ხუთშაბათი, 28 მარტი, 2019 - 19:26სოციალურმა მუშაკებმა გაფიცვის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს
  • ხუთშაბათი, 28 მარტი, 2019 - 16:52შეწყვეტენ თუ არა გაფიცვას სოციალური მუშაკები - მინისტრთან შეხვედრა დასრულდა

კომენტარები

ბოლო სიახლეები

ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
შაბათი, 27 ივნისი, 2026 - 22:35

ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის

 ვენესუელაში მიწისძვრის ნანგრევებიდან სამი დღის შემდეგ ჩვილი ცოცხალი ამოიყვანეს
შაბათი, 27 ივნისი, 2026 - 21:35

ვენესუელაში მიწისძვრის ნანგრევებიდან სამი დღის შემდეგ ჩვილი ცოცხალი ამოიყვანეს

ორშაბათს გაიმართება გაფართოებული შეხვედრა - ხოშტარიას ექიმი პენიტენციურის დირექტორს შეხვდა
შაბათი, 27 ივნისი, 2026 - 21:20

ორშაბათს გაიმართება გაფართოებული შეხვედრა - ხოშტარიას ექიმი პენიტენციურის დირექტორს შეხვდა

უკრაინაში რუსებმა მოკლეს კიდევ ორი ქართველი მებრძოლი
შაბათი, 27 ივნისი, 2026 - 20:11

უკრაინაში რუსებმა მოკლეს კიდევ ორი ქართველი მებრძოლი

ელჩი: ჩინეთს არასდროს უცდია საქართველოსთვის დემოკრატიასა და უფლებებზე ლექციების წაკითხვა
შაბათი, 27 ივნისი, 2026 - 19:30

ელჩი: ჩინეთს არასდროს უცდია საქართველოსთვის დემოკრატიასა და უფლებებზე ლექციების წაკითხვა

ყველაზე კითხვადი

Крымский ветер: აშშ-ს სადაზვერვო თვითმფრინავმა საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენა შეასრულა
1Крымский ветер: აშშ-ს სადაზვერვო თვითმფრინავმა საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენა შეასრულა
2თემურ უგულავას გარდაცვალებისთვის – ტაბულას სარედაქციო წერილი
3არსებობს წითელი ხაზები, რის მერეც ქართველი კაცი ვერ მოითმენს - მაჭავარიანი
4რუსეთი სანქტ-პეტერბურგში რუმინეთის საკონსულოს ხურავს
5საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას

ბოლო ვიდეო

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ზუგდიდში უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 11:37ნარკოდანაშაულის ბრალდებით ზუგდიდში უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს

გირჩევთ

ხამენეი თვითმარქვია ავტორიტეტია და შიიტს მისი მორჩილება არ მოეთხოვება
სარდური ურარტაძე
ხამენეი თვითმარქვია ავტორიტეტია და შიიტს მისი მორჩილება არ მოეთხოვება
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში