მაიკლ ჯექსონი

სტრეიზანდი მათზე, ვინც ჯექსონს პედოფილიაში ადანაშაულებს: ისინი ამით არ მომკვდარან

76 წლის მომღერალი ბარბრა სტრეიზანდი მკაცრად გააკრიტიკეს მას შემდეგ, რაც ის იმ პირებს გამოეხმაურა, ვინც ყვება, რომ ბავშვობაში მაიკლ ჯექსონი მათზე სექსუალურად ძალადობდა და თქვა, რომ ისინი ამ ფაქტს არ მოუკლავთ. 

სტრეიზანდს სჯერა, რომ ჯექსონი მათ სექსუალურად ავიწროვებდა, მაგრამ ის ასევე ამატებს, რომ ისინიც ძალიან მოხიბლულები იყვნენ ჯექსონის Neverland-ის მამულში ყოფნით. ამის შესახებ მომღერალმა London Times-თან ინტერვიუში ისაუბრა. 

სტრეიზანდის თქმით, ის სექსუალურად შევიწროვებული ბავშვების მშობლებს ადანაშაულებს. 

HBO-ს კონტროვერსიულ დოკუმენტურ ფილმში "Leaving Neverland" 36 წლის უეიდ რობსონი და 40 წლის ჯეიმს სეიფჩაკი ყვებიან, რომ როდესაც ისინი 7 და 10 წლისები იყვნენ მაიკლ ჯექსონი მათზე წლების განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა. ეს ჯექსონის წინააღმდეგ წაყენებული პირველი ბრალდება არ არის ამ კუთხით. 1993 და 2003 წლებში მას სხვადასხვა ბავშვის მშობელი უჩიოდა, თუმცა სასამართლომ ის ორჯერ გაამართლა. მათ შორის იმის ხარჯზე, რომ 1993 წელს რობსონმა და სეიფჩაკმა, ხოლო 2003 წელს მხოლოდ რობსონმა ჩვენება ჯექსონის სასარგებლოდ მისცა. 

"შეიძლება ვთქვათ, რომ "შევიწროვებულები" იყვნენ, მაგრამ ის ბავშვები ძალიან მოხარულები იყვნენ იქ ყოფნით. ისინი ორივე დაქორწნინდნე და ორივეს შვილები ჰყავს, ასე რომ, ამას ისინი არ მოუკლავს" - ამბობს სტრეიზანდი. 

მისივე თქმით, ბიჭების გამოცდილება "მტკივნეულია", თუმცა ასევე ამატებს, რომ სინანულს გრძნობს ჯექსონის მიმართაც. 

"მისი სექსუალური საჭიროებები მისი სექსუალური საჭიროებები იყო, რომელიც მისი მძიმე ბავშვობიდან ან მისი დნმ-დან მოდიოდა. 

მე თავს ცუდად ვგრძნობ ამ ბავშვების გამო. მე თავს ცუდად ვგრძნობ ჯექსონიც გამოც. მე მშობლებს ვდებ ბრალს, რომლებიც საკუთარ შვილებს მასთან დაძინების უფლებას აძლევდნენ,"- უთხრა სტრეიზანდმა გაზეთს. 

სტრეიზანდი ჯექსონს რამდენჯერმე შეხვდა და მას, როგორც "ძალიან ტკბილ, ძალიან ბავშვურს" ისე ახასიათებდა. თუმცა, ამავდროულად მან უარი უთხრა ჯექსონის შეთავაზებას, ერთად ემღერათ დუეტი სიმღერაზე "I just can't stop loving you".

მომღერალი ასევე #მეც კამპანიას გამოეხმაურა და მას "ძლიერი" უწოდა, თუმცა თქვა, რომ ამის შემდეგ ქალები, შესაძლოა, სამსახურებში აღარ აიყვანონ, რადგან კაცებს შეეშინდებათ, რომ თავდასხმის ობიექტები არ გახდნენ. 

სტრეიზანდის ამ ინტერვიუს Twitter-ზე მალევე მოჰყვა დიდი გამოხმაურება და კრიტიკა. "Leaving Neverland"-ის რეჟისორმა, დენ რიდმა, სტრეიზანდი პოსტში მონიშნა და მარტივად ჰკითხა: "ეს მართლა თქვი?"

 

კომენტარები