მაიკლ ჯექსონი

BOHEMIAN RHAPSODY-ის პროდიუსერი მაიკლ ჯექსონზე ფილმს გადაიღებს

Getty Images

ფრედი მერკურიზე გადაღებული ავტობიოგრაფიული ფილმის Bohemian Rhapdosy-ის პროდიუსერი, გრემი კინგი, მაიკლ ჯექსონის შესახებ ფილმს გადაიღებს.

გამოცემა Deadline-ის ინფორმაციით, გრემი კინგმა უკვე მიღწია შეთანხმება მაიკლ ჯექსონის ოჯახთან, რათა ფილმში გამოიყენოს მისი ცხოვრების დეტალები და სიმღერები.

ასევე გამოცემის ინფორმაციით, გრემი კინგმა მიაღწია შეთანხმება ოსკარზე ნომინირებულ სცენარისტთან ჯონ ლოგანთან, რომ პოპის მეფის ფილმისთვის სცენარი მან დაწეროს, ისევე როგორც ეს Bohemian Rhapsody-ის შემთხვევაში ქნა.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი გამოხატა თუ არა ამ ფილმის გადაღების სურვილის რომელიმე კინოსტუდიამ, ან დაწყებულია თუ არა კასტინგი მის ასარჩევად.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გრემი კინგი ასევე გადაიღებს ფილმს Bee Gees-ის შესახებ, რომლის მთავარი გმირებიც ჯგუფის წევრები იქნებიან.

კომენტარები