მაიკლ ჯექსონი

მაიკლ ჯექსონის სარჩელი სექსუალური ძალადობის ბრალდებით შეიძლება განახლდეს

უეიდ რობსონი, რომელმაც ფოტო ჯექსონთან ერთად 1990-იან წლებში გადაიღო, ამტკიცებს, რომ მომღერალი მასზე სექსუალურად ძალადობდა
CHANNEL 4

აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს თქმით, მაიკლ ჯექსონის სარჩელი სექსუალური ძალადობის ბრალდებით შეიძლება განახლდეს.

40 წელს გადაცილებული კაცები, უეიდ რობსონი და ჯეიმს სეიფჩაკი ამტკიცებენ, რომ 1980-იანი წლების ბოლოს და 1990-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ჯექსონის Neverland რანჩოში რჩებოდნენ, მომღერალი მათზე სექსუალურად ძალადობდა. 

2020 წელს ლოს-ანჯელესის მოსამართლემ დაადგინა, რომ მისტერ სეიფჩაკს არ შეეძლო ეჩივლა ჯექსონის კომპანიისთვის, რადგან კომპანიებს არ ჰქონდათ მის მიმართ ზრუნვის ვალდებულება. 2021 წელს იმავე მოსამართლემ მისტერ რობსონის წინააღმდეგ მსგავს საფუძვლზე იგივე გადაწყვეტილება მიიღო. 

თუმცა 18 აგვისტოს, კალიფორნიის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა გადაწყვეტილებით, ორივე მათგანს მიეცა შესაძლებლობა, რომ მომღერალის კომპანიების წინააღმდეგ შეჩერებული სასამართლო პროცესები განაახლონ, რადგან ამ კომპანიებს მათი დაცვა ევალებათ.

ვინს ფინალდიმ, სეიფჩაკისა და მისტერ რობსონის ადვოკატმა თქვა, რომ სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, იყო საშიშროება, მომავალში ბავშვებს საფრთხე შექმნოდათ.

2009 წელს გარდაცვლილი ჯექსონის ადვოკატები მისი უდანაშაულობის მტკიცებას განაგრძობენ. ჯონათან სტეინსაპირი, ჯექსონის ქონების ადვოკატი ამბობს, რომ ის სრულიად დარწმუნებულია ჯექსონის უდანაშაულობაში და მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები არ ეფუძნება სანდო მტკიცებულებებს".

ბრალდებები მაიკლ ჯექსონის წინააღმდეგ აღბეჭდილია დოკუმენტურ ფილმშიც Leaving Neverland, რომელსაც ჯექსონის ოჯახის წევრებმა “საჯარო ლინჩის წესით გასამართლება” უწოდეს.

კომენტარები