მაიკლ ჯექსონი

ბოჰემური რაფსოდიის პროდიუსერი მაიკლ ჯექსონის ბიოგრაფიულ ფილმზე მუშაობას იწყებს

Hollywood Reporter

ბოჰემური რაფსოდიის პროდიუსერი გრეჰემ კინგი მაიკლ ჯექსონის ბიოგრაფიულ ფილმზე მუშაობას იწყებს. პროექტის სახელია Michael, ამ ეტაპზე უცნობია ვინ შეასრულებს პოპის მეფის როლს.

"Michael ეცდება კიდევ უფრო კარგად გააცნოს მაყურებელს რთული ადამიანი, რომელიც პოპის მეფე გახდა. ფილმში ჯექსონის არაერთი საკულტო კონცერტისა და წარმოდგენის ჩვენებას ვგეგმავ. პირველად ჯექსონების ოჯახს 1981 შევხვდი, 38 წლის წინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ მაიკლის შესახებ ფილმს გადავიღებდი". – ამბობს პროდიუსერი.

გრეჰემ კინგი ინგლისელი პროდიუსერია. მის ფილმებს შორის არის The Aviator, Blood Diamond, Hugo, The Town. 2006 წელს მიიღო ოსკარი მარტინ სკორსეზეს ფილმისთვის Departed

2018 წელს ფრედი მერკურისა და ჯგუფ Queen-ის შესახებ გადაღებული ბიოგრაფიული ფილმი ბოჰემური რაფსოდია გამოვიდა. კინგი ერთ ერთი პროდიუსერი იყო. სურათმა როგორც კრიტიკოსთა, ისე მაყურებელთა დადებითი შეფასებები დაიმსახურა და პროდიუსერს ოსკარის კიდევ ერთი ნომინაცია მოუტანა.

კომენტარები