ინდონეზიის კუნძულ ბალის აეროპორტში რუსი კაცი დააკავეს, რომელიც ინდონეზიიდან ორანგუტანის წამოყვანას ცდილობდა.
დენპასარის აეროპორტში სამართალდამცავების მხრიდან ანდრეი ჟესტკოვის გაჩერების შემდეგ, მათ კალათში დამალული 2 წლის მამრობითი სქესის ორანგუტანი იპოვეს.
ჟესტკოვმა სამართალდამცველებს უთხრა, რომ პრიმატი მას მეგობარმა აჩუქა, რომელმაც მასში $3 000 გადაიხადა. ორანგუტანები დაცულ სახეობას წარმოადგენენ და სწორედ ამიტომ ჟესტკოვს, შესაძლოა, 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯოს.
მედიის ცნობით, რუს კაცს ჩანთაში ასევე ნემსები და ნარკოტიკები აღმოუჩინეს. ასევე, მას ჩემოდანში 7 ცოცხალი ხვლიკი ჰყავდა.
ადგილობრივი სამართალდამცავების ცნობით, 27 წლის ანდრეი ჯესტკოვი ამტკიცებს, რომ ის თავისმა, ასევე რუსმა მეგობარმა დაარწმუნა, რომ მას ინდონეზიიდან ორანგუტანის რუსეთში შინაურ ცხოველად წაყვანა შეეძლო.
ინდონეზია