ინდონეზია

ინდონეზიაში არალეგალური ოქროს საბადო ჩამოიშალა - დაღუპულია 15 ადამიანი

ინდონეზიაში, ქალაქ პადანგში მდებარე არალეგალური ოქროს საბადო ჩამოიშალა, რის შედეგადაც 15 ადამიანი დაიღუპა - ამის შესახებ ინფორმაციას, გამოცემა ABC News ავრცელებს.

ადგილობრივი მაცხოვრებლები ოქროს უკანონოდ მოპოვებას ცდილობდნენ, როცა მიმდებარე ფერდი ჩამოიშალა და ისინი ტალახში მოიყოლა.

ABC News-ის ცნობით, ადგილობრივები საბადოში ოქროს უკანონოდ მოიპოვებდნენ, ხოლო შემთხვევისას ადგილზე 25 ადამიანი იმყოფებოდა - მაშველებმა ნანგრევებიდან 3 ადამიანის ამოყვანა შეძლეს

კომენტარები