ოფიციალური პირების ინფორმაციით, ინდონეზიის სანაპიროსთან მცურავ სამგზავრო ბორანს, რომელზეც ასობით ადამიანი იმყოფებოდა, ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 5 ადამიანი დაიღუპა.
Associated Press-ის ცნობით, მაშველებმა 280-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს, თუმცა, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
ინდონეზიის საზღვაო ფლოტის სარდლობის მეთაურმა განაცხადა, რომ KM Barcelona 5 ინდონეზიის ერთ-ერთი პროვინციის დედაქალაქისკენ თალაუდის კუნძულებიდან მიემართებოდა, როდესაც წყალში ცეცხლი გაუჩნდა. მისი თქმით, ამ დროისთვის მაშველებმა 284 ადამიანი და გემის ეკიპაჟის წევრები გადაარჩინეს.
AP წერს, რომ მაშველებმა ხუთი ცხედარი გამოიყვანეს, მათ შორის, ერთ-ერთი ფეხმძიმე ქალი იყო.
სოციალურ მედიაში ინციდენტის ამსახველი კადრებიც გავრცელდა:




