სოციალური მუშაკების პროტესტი

"ვიფიცებით თქვენ დასაცავად" - დღეს სოციალური მუშაკების ბოლო სამუშაო დღეა, გაფიცვა იწყება

"სოციალური მუშაკები ტოვებენ სამუშაო ადგილებს და ბენეფიციარებს უტოვებენ შეტყობინებას, რომ იფიცებიან მათ დასაცავად!", - წარწერა ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის კარებზე სოციალურმა მუშაკებმა დატოვეს. ისინი, ისევე როგორც მთელი საქართველოს ყველა სერვის-ცენტრის სოციალური მუშაკი 25 მარტიდან იფიცება. 

გაფიცვა მათ რამდენიმე კვირის წინ დააანონსეს - ისინი პროტესტის უკიდურეს ზომებს იმის გამო მიმართავენ, რომ სოციალური დაცვის სამინისტროსთან მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. 

სოციალური მუშაკები სისტემაში ძირეული ცვლილებების გატარებას ითხოვენ. 

რატომ იფიცებიან სოციალური მუშაკები, დეტალურად ნახეთ აქ და აქ

კომენტარები