პრობლემა, რაც უარყოფითად აისახება საარჩევნო გარემოზე არის სუსტი სამოქალაქო საზოგადოება, ხაზგასმით ვამბობ, ეს არის სამოქალაქო საზოგადოება და არა არასამთავრობო ორგანიზაციები, რაც სამწუხაროდ, ხელს უშლის საარჩევნო გარემოს შემდგომ გაუმჯობესებას. ამ კუთხით იყო განსაკუთრებული პრობლემები საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როდესაც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია იყო პირდაპირ ფორმით ჩართული წინასაარჩენო კამპანიაში. რაც ბუნებრივია, არის სერიოზული პრობლემა და ეს ახდენს ზოგადად იმ ცნების დისკრედიტაციას, რასაც ჰქვია არასამთავრობო ორგანიზაციები. მაგალითად, ერთ -ერთი ყველაზე აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი თვითონ იყო ინიციატორი 30 თეთრის კამპანიის, რომელმაც მოღალატედ გამოაცხადა დღევანდელი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ბუნებრივია, ასეთი ფაქტები პირდაპირ ახდენს არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციას და ამ ფენომენის დიკრედიტაციას. კიდევ ერთი ორგანიზაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ამ კამპანიის ხელშემწყობი ბანერი ჰქონდათ განათავსებული საკუთარ ოფიციალურ "ფეისბუქ" გვერდზე. ეს არის ბუნებრივია, ძალიან მძიმე ფაქტები, რაც ყურადღებას და სათანადო რეაგირებას საჭიროებს. სამოქალაქო საზოგადოება არის ძალიან სუსტი საქართველოში და ეს ვითარება საჭიროებს გამოსწორებას
არასამთავრობო ორგანიზაციები
კობახიძე: სამოქალაქო საზოგადოება ძალიან სუსტია და ეს ვითარება საჭიროებს გამოსწორებას
tbl.ge/3kfe
დაკოპირდა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ. კობახიძის ამ კომენტარს ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
ამავე თემაზე
- პროკურორი: ცქიტიშვილის NGO-ს ჩაურიცხეს თანხა დანიშნულებით "გავიმარჯვებთ სახელოვნად"
- იყო ძალიან არასერიოზული, ჩემი აზრით, დაკარგული საათნახევარი - პატარაია გამოკითხვაზე
- ამ პროცესების მიზანი არის სამოქალაქო საზოგადოების განადგურების გეგმის გადაფარვა - მიქელაძე
- მორიგი დევნაა სამოქალაქო ორგანიზაციების – დოლიძე სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა
- ზოგიერთი NGO-ს ხელმძღვანელი მოწმის სახით პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს




