არასამთავრობო ორგანიზაციები

მორიგი დევნაა სამოქალაქო ორგანიზაციების – დოლიძე სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა

ნინო დოლიძე

ISFED-ის ყოფილი დირექტორი ნინო დოლიძე სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვაზე მივიდა - საქმე პროკურატურის მიერ არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღებას ეხება, მათ შორის სამართლიანი არჩევნების

დოლიძის თქმით, მისი დირექტორობის პერიოდში ორგანიზაცია იცავდა ქართულ საქმეს, ემსახურებოდა თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, დღევანდელი გამოკითხვა კი, სავარაუდოდ, პირბადეების შეძენას ეხება. 

"უკვე დიდი ხანია ვხედავთ სამოქალაქო ორგანიზაციების მიმართ მიზანმიმართულ ქმედებებს, ვხედავდით საკანონმდებლო დონეზეც. ეს არის მორიგი დევნა სამოქალაქო ორგანიზაციების, რადგან დაყადაღების შემდეგ გაუჭირდებათ ამ ორგანიზაციებს ფუნქციონირება" - ამბობს დოლიძე. 

27 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკამყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა "საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის" ფინანსების მობილიზების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშებზე ყადაღების დადების თაობაზე. 

კომენტარები