საქართველოს პარლამენტი

ფოფხაძე კობახიძეზე: თუ ჩინჩალაძის და მურუსიძის თავმჯდომარე და უფროსია, მაგიც გვითხრას

ჩემთვის პრინციპულია, რომ ირაკლი კობახიძე იყოს აქ, იმის გათვალისწინებით, რაც მაგან თავის განცხადებებში და გამოსვლებში გააკეთა, მე ვერ მივიღებ ახლა იმას, რომ ჩვენ ვიმსჯელოთ მოსამართლეების თემაზე და ირაკლი კობახიძე ხვდებოდეს ჩინჩალაძეს და მურისიძეს. თუ მაგი მაგათი თავმჯდომარე და მაგათი უფროსია, მაგიც გვითხრას მაშინ, სხვა მხრივ, მე მგონია, რომ ამ სხდომას უნდა ესწრებოდეს ირაკლი კობახიძე და ყველა ჩვენი არგუმენტი მოისმინოს

ქართული ოცნების დეპუტატი გედევან ფოფხაძე პლენარულ სხდომაზე, რომელსაც ირაკლი კობახიძე არ ესწრება. პარლამენტის თავმჯდომარე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს და NGO-ების წარმომადგენლებს ხვდება.

კომენტარები