სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: სრული მონდომებით გავაგრძელებთ ევროპის კარებზე კაკუნს

ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი აგრესიულ პოლიტიკურ კურსს არ ცვლის და ეს ჩვენი მთავარი გამოწვევაა. საქართველოს თანამედროვე რეალობა ერთდროულად არის ჩვენი უდიდესი წარმატება, რაც ევროპასთან დაახლოებაში გამოიხატება და რუსეთის მხრიდან ჩვენი შევიწროებით გამოწვეული პრობლემები. 

ჩვენ ვაგრძელებთ ევროპასთან დაახლოებას და ხშირად გვეკითხებიან, რას ელით ევროპისგან, ამ მომენტში, როდესაც პოპულისტური პოლიტიკის, ბრექსიტის და დიდი გამოწვებების წინაშე დგას ევროპა, როგორ დაგეხმარებათ თქვენ - საქართველოს? გვეუბნებიან, რომ ამ მომენტში ევროპას ჩვენთვის არ სცალია. მაგრამ ჩვენ გვცალია ევროპისთვის და ჩვენ არ შევჩერდებით, სრული მონდომებით გავაგრძელებთ ევროპის კარებზე კაკუნს.

თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარიზში, სადაც პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში SciencesPo საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა.

კომენტარები