ფარული ჩანაწერები

კილაძე ჩანაწერებზე: პრინციპული საკითხია, სამართალდამცავები გავიდნენ დამკვეთზე, რაც რთულია

ძალიან სამწუხაროა, რომ ჯერ კიდევ ვერ მოხდა გასვლა დამკვეთზე, ეს არის ნამდვილად პრინციპული საკითხი. ჩანაწერების გავრცელება, კანონდარღვევას რომ თავი დავანებოთ, ამორალური საქციელია. ყველამ უნდა იცოდეს, რომ თუ გაავრცელებენ სხვისი პირადი ცხოვრების შემცველ კადრებს, დაისჯებიან. ეს ერთგვარი პრევენციაა, რათა მომავალში მსგავსი რამ არ მოხდეს. მაგრამ ასევე პრინციპული საკითხია, სამართალდამცავები გავიდნენ დამკვეთზე, რაც რთულია. საზოგადოების მაღალი ინტერესია, რომ საკითხი გაირკვეს. ეს არის სამართალდამცავების ვალდებულება, სხვა ვერავინ გააკეთებს, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ არა მხოლოდ საქართველოში, მთელ მსოფლიოში კიბერდანაშაულის აღნიშნული სახე ძალიან რთული გამოსაძიებელია. იმედს ვიტოვებ, საქმე ბოლომდე მივა.

 

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ფარული ჩანაწერების საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ.

კომენტარები