უნდა გადადგეს გომელაური, უნდა გადადგეს ლილუაშვილიც, მაგრამ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თითო-თითო ადამიანის გამოცვლას, თუნდაც უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, არსებითად არ შეცვლის ზოგად ფონს, იმიტომ რომ ქართულმა ოცნებამ ააწყო ბოროტების მანქანა და მასზე არის პასუხისმგებელი კრებსითად მთლიანი პარტია. შესაბამისად ქართული ოცნება უნდა წავიდეს და ჩამოშორდეს ხელისუფლებას და ამიტომაც უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, ამიტომაც უნდა წააგოს ამ ხელისუფლებამ ეს არჩევნები, რადგან შეუძლებელია ქართული ოცნება ამას გაუმკლავდეს და შეუძლებელია ეს მდგომარეობა გამოასწოროს, სურვილიც კი არ აქვს, ის მთლიანად ეყრდნობა ამ ძალაუფლებისა და ბოროტების მანქანას, რომელიც გულისხმობს ადამიანების ტოტალურ კონტროლს და შესაბამისად პოლიტიკური ოპონენტების დევნას, მასწავლებლების, სასულიერო პირების, ყველასი, ვინც მათ თვალში არ მოუვათ.
ფარული ჩანაწერები
ნონიაშვილი მასალებზე: ოცნებამ ააწყო ბოროტების მანქანა, რაზეც პასუხისმგებელია მთლიანი პარტია
tbl.ge/5oz6
დაკოპირდა
ამბობს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი და ოპოზიციის ერთიანი მაჟორიტარობის კანდიდატი ჩუღურეთში, გიორგი ნონიაშვილი სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელებულ ფარული მიყურადებით მოპოვებულ მასალებზე.
ამავე თემაზე
- ღარიბაშვილი: დიახაც, ვაწარმოებთ მოსმენებს, ოღონდ კანონის ფარგლებში
- გომელაური მასალებზე: რა პასუხისმგებლობა ავიღო, მოხდა რამე? დავაშავეთ რამე?
- სუს-ის უფროსი: სასულიერო პირებთან და ეკლესიასთან ბრძოლა ჯერ არავის მოუგია მსოფლიოში
- სუს-ის უფროსი მასალებზე: მე რა შუაში ვარ?!
- ჯაფარიძე მასალებზე: ავთენტურობის დადგენისთანავე უნდა გადადგეს სახელმწიფო მეთაური