უკრაინა-საქართველო

ბახტაძე: უკრაინასთან ID ბარათებით მიმოსვლა ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადის ზრდას

ტაბულა

"დარწმუნებული ვარ, რომ ID ბარათებით გამარტივებული მიმოსვლა ხელს შეუწყობს ჩვენს ერებს შორის კავშირების განმტკიცებას, მათ შორის ბიზნესკონტაქტების გაღრმავებას და ტურისტული ნაკადის ზრდას", - თქვა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე მამუკა ბახტაძემ აღნიშნა.

საქართველოს პრემიერმინისტრის შეფასებით, აღნიშნული საკითხი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ მნიშვნელოვან მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობას, რაც ჩამოყალიბდა საქართველოსა და უკრაინას შორის.

ცნიბისთვის, საქართველოსა და უკრაინას შორის მიმოსვლა პირველი მარტიდან პირადობის დამადასტურებელი ID ბარათების მეშვეობით იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ შეთანხმებას ორი ქვეყნის პრემიერმინისტრებმა, მამუკა ბახტაძემ და ვლადიმირ გროისმანმა, კიშინოვში მოაწერეს ხელი.

კომენტარები