ფილიპინები

ფილიპინელ ბავშვებს, რომლებსაც სკოლაში მისასვლელად ცურვა უწევთ, ნავები აჩუქეს

წარმოიდგინეთ, რომ სკოლაში მისასვლელად ცურვა და წიგნების თავს ზემოთ ჭერა გიწევთ, ცდილობთ თმა არ დაგისველდეთ და დინებას შეეწინააღმდეგოთ

ეს ყველაფერი ზოგიერთი ფილიპინელი ბავშვისთვის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, თუმცა, საქველმოქმედო ფონდი ცდილობს, მათ განათლების მიღება გაუმარტივოს და ნავებით უზრუნველყოს. 

ბავშვებს სკოლაში მისასვლელად წყალში კილომეტრზე მეტის გავლა უწევთ. თუ რომელიმე დღეს ტალღები შედარებით დიდია, ცურვა აუცილებელი ხდება. ისინი, რათა წიგნებისა და უნიფორმების დასველება თავიდან აიცილონ, მათ პლასტიკურ ჩანთებში დებენ.

 
"იმედის ყვითელი ნავის" ფონდმა არსებობა სოციალურ მედიაში პატარა იდეით დაიწყო, ხოლო ახლა ქვეყნის მაშტაბით ეხმარება სკოლებს.

ფონდი პირველად მინდანაოს ღარიბ რეგიონში, ზამბოანგადაში მცხოვრებ მეთევზეს და წყალმცენარეების ფერმერს დაუკავშირდა.

"ამ ვითარების შესახებ არ ვიცოდი. როდესაც გავიგე შოკში ვიყავი და ამაზე ფეისფუქზე დავპოსტე," - ამბობს ფონდის დამფუძნებელი ჯეი ჯაბონეტა - "ეს საშიში და სახიფათოა, თუნდაც კარგი მოცურავეები იყვნენ". 

ყველა ნავი ღია ყვითელია, როგორც სკოლის ავტობუსები.

პატარა ნავი 200 დოლარი ღირს და ექვს ან რვა ბავშვს იტევს, რომლებმაც თვითონ უნდა მართონ ის.

ყველაზე დიდი ნავი (ზოგს ძრავაც კი აქვს) გამოიყენება უფროსი სტუდენტებისთვის, მასწავლებლებისთვის ან მშობლებისთვის.

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ჯეის მეგობრებმა ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად ფულის შეგროვება დაიწყეს.

დღეს "იმედის ყვითელი ნავი" მთელს ფილიპინებში აქტიურია. საქველმოქმედო ორგანიზაცია წლების მანძილზე იზრდებოდა და ვითარდებოდა. ის იწყებს სხვადასხვა პროექტებს ღარიბი დასახლებებში განათლების მიღების გამარტივებისთვის.

ყველა ქველმოქმედება თითქმის 200-კაციან ჯგუფთან ერთად ხდება.

"ჩვეულებრივ, გაერთიანების ლიდერთან ან ადგილობრივ სკოლებთან ერთად ვმუშაობთ," - ამბობს ჯაბონეტა

ფულის გადარიცხვა უმეტესად ფილიპინებიდან ხდება, გამონაკლისი იყო 2013 წელს, როცა ფილიპინები განადგურებული იყო ტაიფუნი ჰაიანისგან, დონაცია სხვა ქვეყნებიდან მოხდა.

პროექტის იდეა ფეისბუქიდან შეიქმნა და ჯაბონეტას პოსტი დიდი ცვლილებების დასაწყისად იქცა. 

კომენტარები