ფილიპინები

ფილიპინებში ავტობუსი მანქანების მწკრივს შეეჯახა - დაღუპულია, სულ მცირე, 10 ადამიანი

BBC

ფილიპინების დედაქალაქ მანილაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, სულ მცირე, 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მსხვილი ადგილობრივი სატრანსპორტო კომპანიის Solid North Bus-ის ავტობუსი მაგისტრალზე მანქანების მწკრივს შეეჯახა, რის შედეგადაც, სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 30-მდე პირი დაშავდა - დაღუპულებს შორის არიან ბავშვებიც.

არსებული ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებაში გადაყვანილმა ავტობუსის მძღოლმა განაცხადა, რომ მგზავრების ტრანსპორტირებისას ჩაეძინა.

ფილიპინების სატრანსპორტო დეპარტამენტის განცხადებით, კომპანია Solid North Bus-ს, შესაძლოა ლიცენზია შეუწყდეს, ხოლო მძღოლი სატრანსპორტო წესის დარღვევისთვის და "დაუდევარი ქმედებისთვის" გასამართლდეს. 

კომენტარები