ტერორიზმი

მინდანაოს ეკლესიაში აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო

AP

ფილიპინებში კათოლიკურ ეკლესიაზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

თავდასხმას, რომლის დროსაც ეკლესიასთან ორი ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ააფეთქეს სულ მცირე 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა 80-ზე მეტი ადამიანი.

პოლიციის მიხედვით პირველი ბომბი ეკლესიაში ააფეთქეს, ხოლო მას შემდეგ, რაც ადგილზე დასახმარებლად ჯარიკაცები მივიდნენ, მეორე ბომბიც აამოქმედეს.

ეკლესია კუნძულ მინდანაოზე იმ რეგიონში მდებარეობდა, სადაც გასულ კვირას ჩატარებული რეფერენდუმი უარყვეს. რეფერენდუმი, რომელსაც კუნძულის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა მინდანაოსათვის ავტონომიის მინიჭებას ეხებოდა. მინდანაოს მაცხოვრებლების უმეტესობა მუსლიმები არიან. მთავრობა რეგიონში მუსლიმ ამბოხებულებს 1970 წლიდან ებრძვის. რეფერენდუმი დაპირისპირების მშვიდობიან გადაჭრას ემსახურებოდა.

კომენტარები