კენია

კენიის დედაქალაქში სასტუმროზე თავდასხმას 15 ადამიანი ემსხვერპლა

AFP

კენიის დედაქალაქ ნაირობიში სასტუმროს თავს შეიარაღებული დაჯგუფება დაესხა. პოლიციის ინფორმაციით დაიღუპა 15 ადამიანი. მათივე თქმით სასტუმროს ალყა დასრულებულია, თუმცა მედიის ინფორმაციით დედაქალაქში სროლის და აფეთქების ხმა კვლავ ისმის.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით დაღუპულთა შორის ამერიკის ერთი მოქალაქეა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა სომალურმა დაჯგუფებამ ალ-შაბაბმა აიღო. თავდამსხმელების ბედი ჯერ-ჯერობით უცნობია.

 

კომენტარები