კენიაში პოლიციამ მამაკაცი დააკავა, რომელიც ზურგჩანთით დანაწევრებული ადამიანის კიდურებს ატარებდა.
არსებული ინფორმაციით, დაკავებული 29 წლის ჯონ კიამა ვამბუაა, რომელმაც დაკავებიდან ცოტა ხანში აღიარა, რომ კიდურები მის 19 წლის ცოლს ეკუთვნოდა.
დაკითხვის შემდეგ, მკვლელმა პოლიცია საცხოვრებელ სახლში წაიყვანა, სადაც ჩხრეკის შედეგად პოლიციამ სისხლიანი ზეწრები და დარჩენილი კიდურები იპოვა.





