კენია

კენიაში ტურისტული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 11 პირი დაიღუპა

კენიაში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომელსაც ტურისტები მასაი-მარას ნაკრძალში გადაყავდა. არსებული ინფორმაციით, Mombasa Air Safari-ს თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა პირი დაიღუპა.

დაღუპულთა შორის არის კენიელი პილოტი, 8 უნგრელი და 2 გერმანელი ტურისტი. პირველადი შეფასებით, ტრაგედია ძლიერ წვიმას ბრალდება. 

კომენტარები