ჩოგბურთი

ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობის ტურნირის პირველი შეხვედრა მოიგო

ნიკოლოზ ბასილაშვილი
Facebook Nikoloz Basilashvili

ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობის ტურნირი გამარჯვებით დაიწყო.

მან ამერიკელი კრისტოფერ ეუბანკსი 4 სეტში ანგარიშით 6:4, 4:6, 7:6(6), 6:3 დაამარცხა.

შემდეგ შეხვედრაში ის იტალიელ სტეფანო ტრავილიას დაუპირისპირდება. მატჩი 16 იანვარს საქართველოს დროით 03:00-ზე გაიმართება.

კომენტარები