სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი ჟურნალისტებს: მინდა კამერებს მიღმა შეგხვდეთ-ხოლმე და ვისაუბროთ

სხვა დანარჩენზე გზადაგზა ყველაფერზე გესაუბრებით, მოგიწვევთ, აქ იქნება თქვენი სახლი და მაქვს სხვა აზრებიც, რომ ჩვენ გვქონდეს სხვა ფორმატშიც ურთიერთობა, მინდა, რომ off record (კამერებს მიღმა) შემეძლოს თქვენთან საუბარი იმ თემებზე, რომელიც საჭიროა, რომ თქვენ იცოდეთ, მაგრამ არ არის სავალდებულო, გახდეს საჯარო. მე მქონდა ასეთი ფორმატი საგარეო საქმეთა სამინისტროში ცოტა ხანს, ერქვა ჩემი პრეს-ცენტრი. ასეთი ფორმატი ალბათ ყველასთვის საინტერესო იქნება, დღესასწაულების მერე დავიწყებთ ამ ფორმატით მუშაობას. 

უთხრა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს ათონელის რეზიდენციაში.  

კომენტარები