შსს

შსს: ზუგდიდში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოვიღეთ, დაკავებულია 1 პირი

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ზუგდიდში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო, ერთი პირი კი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული 
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის უკანანო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ბრალდებით, 1974ცწელს დაბადებული ჩ.ო. დააკავეს. 

სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას 2 ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და ვაზნები ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე- 5 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები