სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: ქალი პრეზიდენტი დიდი სიახლეა და ქვეყანა ამით მომავალშიც იამაყებს

საზოგადოებაში იყო მზადყოფნა, რომ ჩვენ წავიდეთ წინ, არ დავუბრუნდეთ წარსულს. მე რაღაცა ფორმით წარმოავდგენ სწორედ ამ ახალ საქართველოს. ქალი პრეზიდენტი, ეს არის ძალიან დიდი სიახლე და მგონია, რომ ამითი ქვეყანა მომავალშიც იამაყებს. ქვეყანა ასევე მზად არის,  რომ გადავიდეთ ცივილურ ფორმატზე საზოგადოების და ის მაგალითი, რაც შეიძლება მე მივეცი კამპანიის დროს, რომ შეიძლება სხვანაირად მოვექცეთ ერთმანეთს, მეტი მოთმინებით, მეტი ურთიერთპატივისცემით, ესეც არის წყურვილი, რომელიც არსებობს საზოგადოებაში.

საპრეზიდნეტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებული სალომე ზურაბიშვილი ტელეკომპანია იმედთან ინტერვიუში.

კომენტარები