სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: ვწუხვარ, რომ საარჩევნო კამპანიამ გადამიყვანა არასპორტულ რეჟიმში

მე დღემდე აუზზე დავდივარ როცა შემიძლია, ძალიან ვწუხვარ, რომ საარჩევნო კამპანიამ გადამიყვანა არასპორტულ რეჟიმში, თუმცა ვეცადე, ამ საარჩევნო კამპანიის დროს დავესწრო ყველა იმ მნიშვნელოვან მატჩს. ესეც არის პრეზიდენტის მოვალეობა, არა მხოლოდ რომ იყოს საზოგადოების გევრდში, როცა ლაპარაკი არის, რომ როგორ განვავითაროთ სწორედ ეს ყოველდღიური და მოქალაქეებისთვის მოწყობილი სპორტი და მისი ინფრასტრუქტურა, არამედ ასევე იყოს ქვეყნის გვერდში, როცა მნიშვნელოვანი შეჯიბრები არის და იქ დაესწრო. ყველას გახსოვთ ხორვატიის პრეზიდენტის ყოფნა თავის გუნდის გვერდში, ესეც არის მოვალოება, რადგან იმ დროს წყდება შენი ქვეყნის სახელი საერთაშორისო დონეზე და იქ უთუოდ უნდა იყო.

[სტილი დაცულია]

ქართული ოცნების მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი სპორტსმენებთან შეხვედრისას.

კომენტარები